საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა)
მისია
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის მისიაა მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობათა განვითარებას. კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.

აღწერა
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია დაფუძნდა 1998 წელს. იგი ლაგოდეხის რაიონში რეგისტრირებული პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მისი არასამეწარმეო, არაპოლიტიკური, არამომგებიანი ბუნებიდან გამომდინარე, ასოციაცია ხალხის ინტერესებს წარმოადგენს და მის კანონიერ უფლებებს იცავს. ორგანიზაციაში გაერთიანებული სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდების-იურისტების, ეკონომისტების, პედაგოგების, ჟურნალისტების აქტივობამ კახეთის რეგიონში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციად აქცია. ორგანიზაციის საქმიანობა რამდენიმე მიმართულებად იყოფა. 
ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მათ შორის თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ასოციაცია თვითმმართველობის საქმინობაზე დამკვირვებისა და საბიუჯეტო პროცესების ანალიზის საფუძველზე ახორციელებს საბიუჯეტო და სამართლებრივი პროცესების მონიტორინგის, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, რათა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტად შეესაბამებოდეს საზოგადოების რეალურ მოთხოვნილებებს და საჭიროებებს.
1998 წლიდან ასოციაციაციის ხელშეწყობით ლაგოდეხის, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში თემის მობილიზებით განხორციელდა 80-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. ბევრ სოფელში მოგვარდა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები, შეკეთდა სკოლები, საბავშვო ბაღები და კულტურის სახლები, აშენდა სპორტული მოედნები, გაიჭრა არხები, შეკეთდა გზები და ხიდები და ა. შ. 
2002 წლიდან ასოციაცია აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გააქტიურებისა და მათი ინტერესების ხელისუფლების ორგანოებში ადვოკატირების კუთხით. ასოციაციაციის მიერ გააქტიურებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაწილეობით კახეთი რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შემუშავდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურად დაცვის ახალი პროგრამები, რაც ხელს უწყობს სოციალურ სფეროში ეფექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე პოლიტიკის დამკვიდრებას. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახები. 
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. ამ პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით ასოციაცია განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდულ ჯგუფებთან, ზრუნავს მათ არაფორმალურ განათლებაზე, ხელს უწყობს ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისი უნარებისა და ცოდნის გადაცემაზე. ამისათვის აწყობს 10 დღიან უფასო საგანმანათლებლო კურსებს. რაიონულ ცენტრს მოშორებულ სოფლებში აყალიბებს ახალგაზრდულ სათემო ჯგუფებს (ამჟამად აქტიურად მუშაობს 4 სათემო ახალგაზრდული ცენტრი სოფ. კართუბანში, აფენში, ლელიანსა და ჰერეთისკარში),რომლებიც თავის მხრივ ზრუნავენ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების განვითარებაზე.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და გააჩნია მათთან ქსელური და კოალიციური მუშაობის დიდი გამცდილება. ორგანიზაცია ხელს უწყობს რეგიონში სამოქალაქო სექტორის განვთარებას და გარკვეულ წილად ასრულებს საინფორმაციო-საგანმათლებლო რესურს-ცენტრის ფუნქციას.
  

ნავიგაცია


ვალუტა


ამინდი


გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ 11 ხმა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


Free site builder - uCoz